ბიზნესი
05/11/2021

ასოციაცია: რაიონებში ბუნებრივი აირის გაძვირება პურის საცხობებს არ შეეხება

“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება.

“ეს ძალიან კრგი ინფორმაციაა, რადგან პურ-პროდუქტებში ბუნებრივი აირის ხვედრითი წილი დაახლოებით 20%-ია. ზუსტად არ ვიცით, ეს წლის ბოლომდე ასე გაგრძელდება თუ არა.

როგორც ვიცი, საქართველოში გაზი, ტრანზიტული გზით, შაჰ-დენიზის საბადოდან შემოდის და საქართველოს რჩება გაზის კონკრეტული რაოდენობა, ვიმედოვნებ და არის ასეთი ვერსია, რომ ჩვენთან გაზის სატრანზიტო წილი გაიზრდება, რაც სექტროზე დადებითად აისახება.”- აღნიშნავს, მალხაზ დოლიძე.

ინფორმაციისთვის, რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება.

შეგახსენებთ, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი თბილისში თითქმის ერთი წელიწადია გაიზარდა. „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლები 1მ3 ბუნებრივ აირში 1.10 ლარს იხდიან. მანამდე მოქმედი ტარიფი იყო 0.86 ლარი. აღსანიშნავია, რომ ტარიფის ცვლილება არ ეხება რეგულირებად აბონენტებს, ანუ ფიზიკურ პირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022