ბიზნესი
01/06/2022

ასოციაცია: გადამამუშავებელი საწარმოების გახსნა ძვირი ფუფუნებაა, ინვესტიციების მოზიდვა რთულია

მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში 600-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტირდა.

ახალი რეგულაციები ეხება იმ იმპორიორებს, რომელთაც ქართულ ბაზარზე ბატარეები, აკუმულატორები, საბურავები და ელექტრომოწყობილობები შემოაქვს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი განმარტავს, მწარმოებლის გაფართოებული ვალებულებების ორგანიზაციაზე ავტორიზაციას სამი სუბიექტი გადის. 

"გუშინ იყო ბოლო დღე, როდესაც ისინი უნდა დარეგისტრირებულიყვნენ მეწარმეთა რეესტრში, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა შექმნილი. 1-ელ ივლისამდე კი მათ ევალებათ, რომ გაწევრიანდნენ კოლექტიურ ორგანიზაციებში - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ორგანიზაციაში. სწორედ ამ ორგანიზაციამ უნდა შეაგროვოს ნარჩენები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მართოს სწორად. ბიზნესი ამ თემის შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებული იყო. თუმცა, არის საშუალო და წვრილი კომპანიები, რომლებსაც ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამ დროისთვის სამი მგვ ორგანიზაცია გადის ავტორიზაციას და სურვილია კიდეა. სავარაუდოდ, პროდუქციას გაძვირდება, თუმცა მომხმარებელზე დიდად არ აისახება. 

გადამამუშავებელი საწარმოების გახსნა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, ამიტომ ინვესტიციების მოზიდვა რთულია. დიდი ბაზარი არ არის და შესაბამისად ვერ მოიძიებ იმდენ ნარჩენს, რომ საწარმომ მოგება ნახოს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023