ბიზნესი
14/12/2021

ასოციაცია: ფქვილის იმპორტის ზრდის გამო 10-მდე წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ უკვე ყოველ კვირა ახალი ბაჟის გამოცხადება უხდებათ და სამწუხაროდ ეს ტენდენცია არის აღმავალი.

მისი თქმით, რუსეთმა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს დაუწესა ე.წ მცურავი ბაჟი. მისი განმარტებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთიდან ხორბალს გამოიტანს, იხდის ე.წ მცურავ ბაჟს - მსოფლიო ბირჟაზე ნავაჭრ თანხებს გამოკლებული $200 (მუდმივად) და რაც დარჩება იმ თანხის 70%.

"ჯერ კიდევ სეზონის დაწყებისას, ივლისში, ბაჟი მცურავი იყო და $25-ს შეადგენდა, ხოლო ამ კვირიდან ბაჟი არის $90. დიდი სხვაობაა და ეს მსოფლიო ბაზარსაც დაეტყო. თუმცა აქ უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა წისქვილკომბინატებისთვის. სანამ რუსეთი მცურავ ბაჟს შემოიღებდა იმპორტზე გადასახადი როგორც ფქვილზე, ასევე ხორბალზე 0 იყო, ახლა კი ფქვილზე გადასახადი დარჩა 0, ხოლო ხორბალზე გადასახადი მცურავი ბაჟის შესაბამისად იზრდებოდა.

დღეს ხორბლის შემოტანისას საიმპორტო ბაჟი $90-ია. შესაბამისად, ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, წინა თვეში 35 000 ტონა შემოვიდა ქვეყანაში, რაც უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია. ამ ფონზე კი ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ და 1000 ტონის მაგივრად 24000 ტონას აღწევს. შედეგად 10-მდე წისქვილკომბინატმა გააჩერა მუშაობა," – აღნიშნავს ლევან სილაგავა.

ასოციაციის დირექტორის განცხადებით, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება კიდევ ბევრ წისქვილკომბინატს შეექმნება პრობლემები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მათი მუშაობის სარგებლიანობაზეც.

"წისქვილკომბინატის მუშაობა ბევრად მომგებიანია, რადგან საწარმოო პროცესში იქმნება ღირებულებათა ჯაჭვი, საქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ხორბლის გადაფრქვევის დროს ფქვილთან ერთად გამოდის ქატო, რომელიც გამოიყენება მეცხოველეობაში. შესაბამისად 90% ადგილობრივი ქატო მიდიოდა მეცხოველეობაში, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ქატოს იმპორტიც 3-ჯერ არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ წისქვილკომბინატები მოიხმარენ რესურსს, რომლის საშუალებითაც ბიუჯეტი იღებს შემოსავლებს, ამასთან, სახელმწიფო ხორბლის მოყვანის პროგრამებში ხარჯავს გარკვეულ ფულს და თუ წისქვილკომბინატები მუშაობას შეაჩერებენ, მოყვანილი ხორბლის რეალიზაციის პრობლემაც შეიქმნება," – ამბობს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023