ბიზნესი
10/12/2020

ANOUKIBEAUTY - დიზაინერი ანუკი არეშიძე კოსმეტიკის ხაზს ქმნის

დიზაინერი ანუკი არეშიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვენებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა,ბაზარზე ახალი კოსმეტიკური ბრენდი  ANOUKI BEAUTY გამოჩნდება.

როდის იქნება ბრენდი ხელმისაწვდომი, სად გაიყიდება, იქნება ეს თავის მოვლის საშუალებები თუ დეკორატიული კოსმეტიკა, ამ დეტალზებზე სასაუბროდ „ბიზნესპარტნიორი“მოდის სახლ ANOUKI–ის დირექტორს დაუკავშირდა. ნინა ჭაბუკიანი კოსმეტიკური ხაზის გამოშვებაზე ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა,  ამ ეტაპზე ANOUKI BEAUTY–სთან დაკავშირებულ სიახლეებზე საუბრისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ANOUKI-ს პროდუქცია საბითუმო დისტრიბუციით იყიდება 35-მდე საერთაშორისო მაღაზიაში, ხოლო საქართველოში, თბილისში ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი. ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე ბევრ სხვა ქვეყნებში. ANOUKI-ს მომხამერებლები ხშირად ცნობილი ადამიანები არიან.