ბიზნესი
18/04/2023

"ალტერსოქსის" წინდები კანში, მონრეალსა და ნიცაში გაიყიდება

წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია "ალტერქსოქსი", მიმდინარე წელს, წინდებს საფრანგეთში, ტურისტულ ლოკაციებში გაიტანს.
 
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, რეზი ბესელაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, ფრანგ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქართული წინდები კანში, მონრეალსა და ნიცაში გაიყიდება.
 
„საფრანგეთში გვყავდა პარტნიორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ Amazon-ზე  ყიდდა ჩვენს წინდებს. ახლა კი ტურისტულ ადგილებშიც ვაპირებთ გატანას. საფრანგეთისთვის განკუთვნილი წინდები დავამუშავეთ. ჯერ ციფრული ვერსიებია და უნდა გავაკეთოთ რეალური ვარიანტები. პროდუქციას სავარაუდოდ, მაისში გავაგზვანით,"-აცხადებს რეზი ბესელაშვილი. 

შეგახსენებთ, "ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 8  წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.

დღეს „ალერსოქსი“ თბილისის ბაზარზე 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს 1 ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოში წარმოებული წინდები საკმაოდ წარმატებით იყიდება ევროპის ბაზარზეც. 

 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023