ბიზნესი
07/04/2023

"ალტერსოქსი" ტოსკანაშიც გაიყიდება

წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია "ალტერსოქსის" წინდები იტალიაში, ტოსკანას რეგიონში გაიყიდება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, რეზი ბესელაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ექსპორტზე "ალტერსოქსის", როგორც არსებული, ასევე სპეციალურად ტოსკანას რეგიონისთვის შექმნილი წინდები გავა.

მისივე ინფორმაცით, 12 500 წინდა ტოსკანაში გუშინ ჩავიდა. 

„ჩვენ სიცილიაში გასულ წელს გავედით. იქ ჩვენი წინდები ერთმა ადამიანმა ნახა, რომელსაც ტოსკანას რეგიონში ბიზნესები აქვს. მოეწონა პროდუქცია, თავად დაგვიკავშირდა და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ჩვენი წინდები უკვე ტოსკანაშია და დისტრიბუციაც დაწყებულია. ახლა უკვე ველოდებით, როგორი გაყიდვები იქნება და შემდეგ უკვე ახალ შეკვეთებსაც მივიღებთ“ - აცხადებს  რეზი ბესელაშვილი.

ამ ეტაპზე, "ალტერსოქსის" წინდები  იტალიაში, სიცილიასა და ტოსკანაშია წარმოდგენილი. ვინაიდან ტოსკანა მეტად ტურისტული რეგიონია, რადგან მოიცავს ფლორენციასა და პიზას, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალ საექსპორტო რეგიონში გაყიდვების უკეთესი მაჩვენებელი იქნება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,"ალტერსოქსი" იტალიელ პარტნიორებთან ერთად, წარმატებული ოპერირების შემდეგ, სხვა რეგიონების ათვისებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, "ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 8  წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.

დღეს „ალერსოქსი“ თბილისის ბაზარზე 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს 1 ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023