ბიზნესი
11/02/2021

აკრძალვის მიუხედავად არაბიოდეგრადირებადი პარკები მაინც იწარმოება

აკრძალვის მიუხედავად საქართველოში არაბიოდეგრადირებადი პარკები მაინც იწარმოება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი 32 ობიექტის შეამოწმეს და 1,5 მლნ-მდე პოლიეთილენის პარკი დალუქეს.

ინსპექტირებისას კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

„საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს რეგულარულად ამოწმებს. მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.

საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. 2019 წლის აპრილიდან აკრძალვა კი აიკრძალა ნებისმიერი ტიპისა და სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი, გამოყენება.