სოფლის მეურნეობა
14/05/2021

სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაციაზე წელს 48 მლნ დაიხარჯება

საქართველოს მელიორაცია ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის წელს 48 მლნ ლარს დახარჯავს.

როგორც „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თანხა სრულად მოხმარდება არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგებას.

დავით წითლაძის განმარტებით, სარწყავი სეზონი სტაბილურად ყველგან გათვალიუსიწნებულ ვადებში დაიწყება.

„შეიძლება გარკვეული გამონაკლისები იყოს იმ არეალებში, სადაც ტექნიური ხარვეზია ან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამინდებმა კონკრეტულ ლოკაციებზე გარკვეულწილად ჩვენი სამუშაოებიც შეაფერხა. შედეგად, შესაძლოა, რამდენიმე დღის დაგვიანებით მოხდეს წყლის გაშვება, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ სარწყავი წყალი ყველას სტაბილურად მიეწოდება იმ შესაძლებლობით, რაც გვაქვს ამა თუ იმ სარწყავ სისტემაზე,“ - განაცხადა დავით წითლაძემ.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინასნება პერმანენტულად იზრდება.

„გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, გვაქვს დონორების დაფინანსებაც, მათ შორის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერაც. წლევანდელი ჩვენი კაპიტალური სახსრები 48 მლნ ლარია. რაც მთლიანად მოხმარდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენას,“ - განმარტა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, სარწყავი წლის ტარიფი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია და სიმბოლური ხასიათისაა, თუმცა სემეკი სატარიფო მეთოდოლოგიის დანერგვასა და ახალი ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით მუშაობს.

„აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავი წყლის ტარიფი ერთ ჰექტრარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში კი 40 ლარია. მიმდინარეობს მუშაობა ახალ სატარიფო მეთოდოლოგიაზე და ტარიფის შემუშავებაზე, თუმცა მიმდინარე წელს ტარიფის შეცვლა არ იგეგმება,“ - განაცხადა დავით წითლაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022