ფოტო: newfoodmagazine
სოფლის მეურნეობა
31/01/2022

საექსპორტო ბაზრებზე 6 თვეში 19 000 ტონა ქართული თხილი გაიყიდა

ქართული თხილის ექსპორტი და მიღებული შემოსავლები გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით საექსპორტო ბაზრებზე 18.9 ათასი ტონა თხილი ექსპორტი გაიყიდა, საიდანაც ქვეყანამ 86.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ექსპორტირებული თხილის მოცულობა 28%-ით არის გაზრდილი, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კი 11%-ით.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, ლიდერო კი იტალიაა, სადაც 7 875 ტონა ქართული თხილი გაიყიდა, მეორე პოზიციაზეა გერმანია (3 555 ტონა), მესამე კი ესპანეთი (547 ტონა). ქართული თხილი ასევე იყიდება ჩეხეთში (489 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (349 ტონა), საფრანგეთში (339 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (82 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

საქართველოდან თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,313 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა).