სოფლის მეურნეობა
17/01/2022
სად იყიდება ქართული ღვინო - 2021 წელს მეღვინეებმა რეკორდული, $250 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს
პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია. 2021 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტიდან რეკორდული, 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიის მეორე წელს მსოფლიოს 62 ქვეყნის ბაზარზე 107 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ღვინისი ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს, როგორც ექსპორტი ასევე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%- ით არის გაზრდილი.
მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო ბაზრებში რუსეთის წილი შემცირებულია 57%-მდე, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს.
ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, პოლონეთში ზრდა 34%-ს აღწევს და სულ ექსპორტირებულია 7 003 031 ბოთლი ქართული ღვინო, ჩინეთში - 29% (5 934 937), აშშ-ში - 19% (1 084 278), გერმანიაში - 28% (892 348), ლატვიაში - 19% (1 900 519), ლიეტუვაში - 45% (986 740), იაპონიაში - 12% (197 638) და დიდ ბრიტანეთში 71% (736 391).
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა 76% (332 182), შვედეთი 76% (136 786), ჩეხეთი 227% (148 002), ნორვეგია 1047% (108 086), ისრაელი 50% (480 007), ყაზახეთი 47% (4 232 446), აზერბაიჯანი 35% (246 635), თურქეთი 260% (108 570), უკრაინა 21% (12 921 321), რუსეთი 8% (62 115 759), მონღოლეთი 158% (484 902), ბელარუსი 33% (4 886 393) და ა.შ.
ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ განახორციელა.