სოფლის მეურნეობა
21/04/2021

ლევან დავითაშვილი: საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს აკვაკულტურის დიდი შესაძლებლობა აქვს. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ ამ პოტენციალს ათვისება სჭირდება და ამ მიზნით სახელმწიფომ მნიშნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის განვითარების თვალსაზრისით. პოტენციალს ათვისების მიზნით შემუშავდა კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულების განვითარებას.

მინისტრმა წარმატების მაგალითად კომპანია "მარიკულტურა გეორგია" მოიყვანა, რომელმაც ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგა.

"იმისათვის, რომ კიდევ მეტი იყოს ასეთი წარმატებული წარმოება, სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა გაგრძელდეს. ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში, აკვაკულტურის და მარიკულტურის განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა, რაც მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას ითვალისწინებს და გულისხმობს როგორც პირველადი, ასევე შემნახველი, გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას და, რა თქმა უნდა, ცოდნის გაზიარებას. სახელმწიფო აქტიურად გააგრძელებს კერძო ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ საქართველოში როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის სწრაფ განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

2020 წელს, შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან, ფუნქციონირება დაიწყო კომპანიის „მარიკულტურა გეორგია“ წყალქვეშა ზღვის ფერმამ, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხორციელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება შავი ზღვის მიდიებზე და ხამანწკებზე. კომპანია პროდუქციის გატანას საექსპორტო ბაზრებზეც გეგმავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022