ფოტო: in.pinterest.com
სოფლის მეურნეობა
01/02/2022

ქართული აგროპროდუქტების ექსპორტმა $1.14 მლრდ-ს გადააჭარბა

2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 1.142 მლრდ დოლარია.

ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ახალი ხილის ექსპორტი 213 მლნ დოლარია. მათ შორის, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) - 118 მლნ დოლარი), მანდარინი - 26 მლნ დოლარი, ატამი და ვაშლატამა - 29 მლნ დოლარი, ვაშლი - 8 მლნ დოლარი, ხურმა და კარალიოკი - 6 მლნ დოლარი, მოცვი - 6 მლნ დოლარი.

2021 წელს, ახალი ბოსტნეულის ექსპორტმა 28 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კარტოფილი (17 მლნ აშშ დოლარი), პომიდორი (3 მლნ აშშ დოლარი), მწვანილი (4 მლნ აშშ დოლარი).

ასევე, 2021 წელს, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: მინერალური და მტკნარი წყლები (142 მლნ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (58 მლნ დოლარი), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცოცხალი) (33 მლნ დოლარი), ცხვრები და თხები (ცოცხალი) (26 მლნ დოლარი).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ სულ უფრო მცირდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. აგროსასურსათო სექტორში, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი 72%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება 2020 წელს ძირითადი საექსპორტო პროდუქტები იყო: ყურძნის ნატურალური ღვინოები (210 მლნ დოლარი), სპირტიანი სასმელები (132 მლნ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (117 მლნ დოლარი), თხილი და სხვა კაკლოვნები (94 მლნ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (32 მლნ დოლარი), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცოცხალი) (28 მლნ დოლარი), კურკოვანი ხილი (24 მლნ დოლარი), ციტრუსი (27 მლნ დოლარი) და ცხვრები და თხები (ცოცხალი) (21 მლნ დოლარი).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორის იყო: ყურძნის ნატურალური ღვინოები (223 მლნ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (134 მლნ დოლარი), სპირტიანი სასმელები (127 მლნ დოლარი), თხილი და სხვა კაკლოვნები (67 მლნ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (27 მლნ დოლარი), კურკოვანი ხილი (13 მლნ დოლარი), ციტრუსი (21 მლნ დოლარი), მსხვილფეხა როქოსანი პირუტყვი (ცოცხალი) (22 მლნ დოლარი) ცხვარი და თხა (ცოცხალი) (14 მლნ დოლარი).