სოფლის მეურნეობა
24/01/2022

6 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტიდან $84.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა.

საქართველომ თხილის ექსპორტიდან ამ პერიოდში 84.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 28%-ით, შემოსავალი კი 11%-ით გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იტალიაა, სადაც ამ პერიოდში 7 621 ტონა ქართული თხილის გაიყიდა, საექსპორტო ბაზრებს შორისაა გერმანია (3 533 ტონა), ესპანეთში (522 ტონა), ჩეხეთი (467 ტონა), პოლონეთი (379 ტონა), საფრანგეთი (339 ტონა), ლიეტუვა (327 ტონა), ბულგარეთი (144 ტონა), საბერძნეთი (71 ტონა), ლატვია (70 ტონა), ესტონეთი (60 ტონა), ბელგია (41 ტონა), უნგრეთი (22 ტონა), ხორვატია (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე სომხეთში (1 290 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (339 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), ერაყში (168 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა) ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023