საზოგადოება
07/09/2023

"ვცდილობთ, მიდგომა იყოს მკაცრი, რათა დამრღვევს აღარ უღირდეს კანონის დარღვევა"

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული ობიექტებისთვის ჯარიმები იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში ხუთჯერაც კი.

როგორც თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან“ აცხადებს, საუბარია ქალაქის ისტორიულ ზონებში დარღვევით განხორციელებულ მშენებლობებზე, რომლის დროსაც ზიანდება კულტურული ძეგლი, რის შემდეგაც მისი აღდგენა ან გამოსწორებაც მუნიციპალიტეტს აღარ შეუძლია.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მიდგომა იყოს მკაცრი, რათა დამრღვევს აღარ უღირდეს კანონის დარღვევა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე მუხლი, რომელიც თბილისის ისტორიულ არეალში სხვადასხვა სამშენებლო დარღვევისას ჯარიმას ითვალისწინებს,  გავახუთმაგოთ.

მაგალითად, უნებართვო მშენებლობა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რისი ჯარიმაც 20 ათასი ლარის ოდენობით იყო, გახდება 100 000 ლარი და ა.შ.“-აცხადებს ხმალაძე.

რაც შეეხება სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ის უნებართვო მშენებლობისაგან განსხვავებით კლასებათაა დაყოფილი. მესამე და მეოთხე კატეგორია ანუ მრავალბინიანის კლასი, ამ დრომდე ჯარიმა 15 ათასი ლარის ოდენობის იყო და სამომავლოდ, 75 ათასი ლარი გახდება.

როგორც თბილისის ვიცე-მერი ვარაუდობს, აღნიშნული ინიციატივა საშემოდგომო სესიებზე პარლამენტში განიხილება, ხოლო წლის ბოლომდე ჯარიმების ახალი ტარიფი ამოქმედდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023