"სიდრის კლუბი ბაზალეთზე" მუსიკოსის გოგი გუნიას ახალი მინიალბომის Recovery პრეზენტაცია გაიმართა
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ არტთერაპიის საღამო გაიმართა თემაზე: ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა.
“ცხოვრების მაღალი ტემპი, ნეგატიური ინფორმაციის შედეგად მიღებული სტრესი საფრთხეს უქმნის ჩვენს ფსიქიკას და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასზე ზრუნვა.ხელოვნებას დიდი როლი უჭირავს ფსიქიკურ პრობლემების გადალახვაში. არტთერაპია ხელოვნების საშუალებით საკუთარი განცდების გამოხატვაა.“ - აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე და მიაჩნია, რომ ანალოგიური სალონური საუბრები დღეს არსებულ ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას საბოლოოდ სტრესის დაძლევასა და უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
შეხვედრაზე ხელოვნების ორ მიმართულებაზე, მუსიკასა და მხატვრობაზე გაკეთდა აქცენტი. ნეიროგრაფიკის 2 საათიან მასტერკლასი გამართა არტთერაპევტმა, ნეიროგრაფიკის სპეციალისტმა, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტმა ნინო ჩუბინიძემ. როგორც ითქვა, ნეიროგრაფიკა ეს არის ფსიქოკონსულტირებისა და ქოუჩინგის არტთერაპიული მეთოდი. მიდგომა ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, სტრესისგან განთავისუფლებასა და ენერგიის ტრანსფორმირებაში სასურველი მიმართულებით.
მუსიკოსმა გოგი გუნიამ და არტთერაპევტმა, ნეიროგრაფიკის სპეციალისტმა და ფსიქოკონსულტანტმა ნინო ჩუბინიძემ საღამო ფსიქიკურ ჯანმრთელობის, მასზე ზრუნვის აუცილებლობისა და ამ პროცესში ხელოვნების როლზე საუბრით დაიწყეს. საუბრის შემდეგ ნინო ჩუბინიძემ ნეიროგრაფიკის მასტერკლასს გაუძღვა. ნეიროგრაფიკა ფსიქოკონსულტირებისა და ქოუჩინგის არტთერაპიული მეთოდია, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, სტრესისგან განთავისუფლებაში და ენერგიის ტრანსფორმირებაში სასურველი მიმართულებით. მასტერკლასის მონაწილეებმა ნეიროგრაფიკის საშუალებით 2021 წელი შეაჯამეს და მომავალი წლის გეგმებიც დაისახეს.
დასასრულს, მუსიკოსმა გოგი გუნიამ ახალი მინიალბომის „Recovery პრეზენტაცია გამართა, რომელშიც შესული ტრეკები და ემოციები ე ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიუძღნა. როგორც მუსიკოსი ამბობს, თავად გამოსცადა აღნიშნული პრობლემა რამდენიმე წლის წინ. მონაწილეებმა საღამოზე საშობაო ხელნაკეთი დეკორაციების დამზადებაც ისწავლეს და შუშხუნა სიდრიც დააგემოვნეს.
„დრო ძალიან აჩქარდა და იმისათვის რომ ცხოვრების ნორმალური სტანდარტი და ბედნიერების განცდა შეინარჩუნო, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, ვიდრე ადრე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს ემატება გამორკვევის აუცილებლობა სხვადასხვა იდეოლოგიებთან, გენდერულ იდენტობებთან, ომებთან და ა.შ. ნათელი გონება დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერება არჩევანია მაშინ, როდესაც ადამიანი არის იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური ფსიქიკური პრობლემები, და ამ დროს ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა. ზოგ მდგომარეობას ადამიანი ფიზიკურ თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ზოგიერთს კი სულიერ თვითმკვლელობამდე. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა,“ - ფსიქიკური პრობელემებისგან გამოწვეულ ემოციებსა და შედეგებზე საუბრობს მუსიკოსი გოგი გუნია.
მუსიკოსს მშვენივრად ესმის, რომ ამ სიტყვებს შეიძლება არ ჰქონდეს ახლა მნიშვნელობა ყველაფერში ნდობა დაკარგული და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანისთვის, მაგრამ ამ განცხადებით სურს აამაღლოს ცნობიერება საზოგადოების იმ ვიწრო წრეში, სწორედ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ახლა საკუთარ დემონებს ებრძვიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის, მეგობრების და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომაა. მუსიკოსს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმედის დაკარგვა და დანებება. და სწორედ ალბომი ”Recovery” მათ ეძღვნება.