ტურიზმი
16/11/2022

"ჟორჟ ინნ" - როგორ იქცა ლენტეხში 40 წლის მიტოვებული სახლი სასტუმროდ  

"ჟორჟ ინნ", ასე ქვია სასტუმროს, რომელიც თამთა ახალკაცმა ლენტეხის სოფელ სასაში გააკეთა.

სახელიც სიმბოლურია, დიდი ბაბუის, რომელმაც ეს სახლი ააშენა. 

თბილისიდან ლენტეხში დაბრუნების მიზეზი ცალკე ისტორიაა. 

"ლენტეხში ტურისტად ვიყავი ჩამოსული, მაყვალა ბებოსთან, რომელმაც საოჯახო სასტუმროს ბიზნესი პირველმა დაიწყო. სხვა დასარჩენი და ღამის გასათევი ადგილი აქ არც არსებობდა, მიუხედავად იმისა რომ ამ მხარეს ძალინ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მათ შორის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ ათწლეულის მიტოვებულ სახლში შემექმნა სივრცე, სადაც მოსულ ადამიანებს კომფორტულ გარემოში დასვენებას შევთავაზებდი. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმანაც, რომ უშგული-ლენტეხის დამაკავშირებელი გზის გაკეთება დაიწყო.

უკვე მზად ვართ გასახსნელად, მალე მივიღებთ პირველ სტუმრებს, წინასწარი ჯავშნებიც მივიღეთ. სულ 12-14 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გვაქვს. 1 ღამის ფასი 120 ლარიდან ზევით იქნება. პირველ სართულზე მისაღები სივრცე, სამზარეულო და მოსასვენებელი ადგილია, მეორეზე კი ოთახის ნომრები. ვეცადეთ ყველაფრის შენარჩუნებას, რისიც შეიძლებოდა. ჯამში პროექტის საინვესტიციო ღირებულება არის 200 000 ათასი ლარი, სადაც ნაწილი ჩემი ძმის, ხოლო ნაწილი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებაა."-აღნიშნავს თამთა ახალკაცი.

მისი თქმით, ძალიან დიდი ხანია ამ სოფელში ახალგაზრდა არ გადმოსულა, მისმა საქმიანობამ კი ადგილობრივებს მოტივაცია მისცა.

"ყველა მოწადინებულია, მახარებს ის ფაქტი, რომ მოწონთ რასაც ვაკეთებ და მზად არიან ერთად განვვითარდეთ. გეგმაში არ მაქვს რომ იყოს მხოლოდ Guest House, მინდა დავეხმარო აქ მცხოვრებ ადამიანებს მათი მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციაში და ვფიქრობ ჩემს აქ გადმოსვლას ქსელური ეფექტი ექნება მინიმუმ სოფელზე, უკეთეს შემთხვევაში რეგიონზე."-ამბობს "ჟორჟ ინნ"-ის პროექტის მენეჯერი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023