ტურიზმი
16/03/2020

WizzAir-ი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ავსტრიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია WizzAir-ი დღეიდან სამ აპრილამდე ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ავსტრიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციაა.

კომპანიის ცნობით, მომხმარებლების რომლებსაც ჯავშანი ვიზეარ კომის ან ავიახაზების მობილური აპლიკაციის მეშვეობით ჰქონდათ განხორციელებული საწყისი საფასურის 120% ავტომატურად დაერიცხებათ მომხმარებლის ვიზ- ანგარიშზე, პირობით, რომ აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება მომავალი 24 თვის განმავლობაში ვიზეარის პროდუქტებისა და სერვისის შესყიდვისთვის.

მგზავრებს, რომლებმაც ჯავშანი ტურ ოპერატორების, მათ შორის ონლაინ ტურ ოპერატორების მეშვეობით განახორციელეს უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას, რომლისგანაც ბილეთები შეიძინეს. ასევე, აქვე გეტყვით, რომ დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება შეჩერდა. გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. ასევე, შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023