ტურიზმი
18/03/2020

Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს. გაუქმებული მიმართულებები და ფრენების შეჩერების თარიღები ასეთია:

  • ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • საფრანგეთი  – 16 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • იტალია – 3 აპრილამდე.
  • ლატვია –  17 მარტიდან 14 აპრილამდე.
  • ლიეტუვა –  17 მარტიდან 30 მარტამდე.
  • ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე.
  • ესპანეთი –  16 მარტიდან 3 აპრილამდე.
  • დიდი ბრიტანეთი – 17 მარტინდან 3 აპრილამდე.

სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციისა და თავიდან აცილებით მიზნით.

მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი უსიამოვნებისთვის.  მგზავრებისა და ეკიპაჟის კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Avianews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023