ტურიზმი
11/10/2022

Vogue მკითხველს შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას და ღვინის დაგემოვნებას ურჩევს

„12 აღმოუჩენელი ღვინის რეგიონი, რომელსაც ამ შემოდგომას უნდა ეწვიოთ“, - ამ სათაურით ცნობილი მოდის ჟურნალი Vogue სტატიას აქვეყნებს, სადაც საერთაშორისო ექსპერტები ღვინის ტურიზმის მიმართულებებს ასახელებენ. სიაში მოხვდა საქართველოც.  ესპანეთის, იტალიის, მექსიკის, ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის, საფრანგეთისა და არგენტინის რეგიონებთან ერთად  შიდა ქართლი ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. 

„რადგანაც, მსოფლიოში, საქართველო უძველესი, მუდმივად მწარმოებელი ღვინის ქვეყანაა, კიდევ უფრო მეტად უნდა ჩანდეს. მაგრამ  არსებობს მიზეზი, თუ რატომ არის ეს ქვეყანა ჯერ კიდევ უცნობი.

საქართველო, ათწლეულები, საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო. ღვინის კულტურაზე ამან დიდი დარტყმა მოახდინა. წარმოებაში მხოლოდ ყურძნის 4 ჯიში იყო დაშვებული, მაშინ როდესაც 500-ზე მეტი ჯიშია საქართველოში. დანარჩენებს საიდუმლოდ ინახავდნენ - ამბობს ნატურალური ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ავტორი რეიჩელ საინერი.  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ღვინის კულტურა ხელახლა აღმოაჩინეს და ის მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. 

როგორც რეიჩელ საინერი ამბობს, შიდა ქართლში სტუმრობა თბილისიდან ადვილია. აქ თქვენ საათზე ნაკლებ დროში აღმოჩნდებით. შეგიძლიათ ეწვიოთ ღვინის მარნებს, სადაც ღვინო ბუნებრივი წესებით მზადდება. როგორც საინერი ამბობს, ქართული ღვინო მიწისქვეშა ამფორაშია მოთავსებული და მას ქვევრს ეძახიან“, - წერს Vogue-ის ჟურნალისტი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023