ტურიზმი
21/10/2022

ვალერი ჩეხერია: საქართველოს შეუძლია სპა კურორტებით ბადენ-ბადენს გაუწიოს კონკურენცია

"სპა და გამაჯანსაღებელი კურორტები, ფერმერული განვითარება და სუფთა საკვები - ეს ზუსტად ის მიმართულებებია, რითაც ერთ-ერთი მსხვილი გერმანული კომპანიაა Slow group-ია დაინტერესებული“- ამის შესახებ Slow group-ის პარტნიორმა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს მახალმხარჯველიანი მოგზაურები ეძებენ ახალ მიმართულებებს, როგორიცაა სპა და სამკურნალო დანიშნულების კურორტები, რომლის უდიდესი პოტენციალიც აქვს საქართველოს.

"ეს არის წყლები, ტალახი, ჰაერი, და სხვადასხვა მიმართულებები. ძალიან ბევრი კურორტი არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, რომელიც მივატოვეთ და არ ფუნქციონირებს. უნდა მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რომ გავიგოთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს. როდესაც ზუსტად გავიგებთ თუ რა რესურსი გაგვაჩნია და როგორია რეალური პოტენციალი, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება პაკეტის შემქნა და ინვესტორებისთვის შეთავაზება,

როგორც იცით, ვმუშაობ ევროპასა და ამერიკაში და შემიძლია ვთქვა, რომ ინვესტორების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი გამაჯანსაღებელი კურორტების მიმართ არის. იმდენად გაძვირებულია მსოფლიოში ამ მიმართულებით მოგზაურობა, რომ შეგვიძლია ეს პოტენციალი გამოვიყენოთ და ისეთ ადგილებს გავუწიოთ კონკურენია, როგორიცაა თუნდაც ცნობილი საკურორტო ადგილი ბადენ-ბადენი, რომელიც თერმული წყლებით და გამაჯანსაღებელი სპა ცენტრებით არის განთქმული. ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებს, სადაც პაnდემიის გამო დასვენება ძალიან გაძვირებულია. ჩვენ კი ნაკლებ ფასად კარგი გადამხდელი ტურისტის მოზიდვა შეგვიძლია. კომუნიკაცია მაქვს ევროპის დიდ კომპანიებთან, რომლებიც ასევე აკვირდებიან საქართველოს, რადგან ახალი ბაზარია და შეუძლიათ ბევრად ნაკლები ინვესტიციით შექმნან ახალი მიმართულება."-განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მიტოვებული ტერიტორიებისა და კურორტების ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ასევე გაკეთდეს სამედიცინო ცენტრები, რადგან დღეს მოგზაურის ყველაზე დიდი ინტერესი ბუნება, სუფთა საკვები, ჯანსაღი დასვენებაა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023