ტურიზმი
22/06/2020

უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა შესაძლოა გადავადდეს

საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრები შესაძლოა, გეგმის მიხედვით 1-ელი ივლისიდან არ გაიხსნას.

საკითხზე უწყებათშორისო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. 

ცნობილია, რომ საქართველოს მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ეპიდემიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

"საქართველო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ფრთხილობს, რადგან ჩვენი სტრატეგია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა. ვაკვირდებით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება გადაავადონ ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნა გარკვეული დროით,” - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023