ტურიზმი
08/09/2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანის ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე m&i Europe Autumn 2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში  საერთაშორისო ფორუმში m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ქალაქ პორტუში გაიმართა. საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმს 500-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

 3 დღის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქმიანი ტურიზმის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.  ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა 45-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გამართეს.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023