ტურიზმი
18/06/2020

Telegraph-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

სად უნდა ვიმოგზაუროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, – ბრიტანული პოპულარული გამოცემა Telegraph ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყანას შორის საქართველოს ასახელებს.

სტატია საქართველოს ქალაქების: თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება, საქართველოსთან ერთად კი გამოცემა საუკეთესო მიმართულებებს შორის ასახელებს ხორვატიას, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, ფინეთს, ლიეტუვას, ლატვიას, რუმინეთს, პოლონეთს, ავსტრიას.

„Best Europe Destinations“-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორისაა საქართველო, ხორვატია და მადეირა. ეს მონაცემები ქვეყნებში Covid-19-ის შემთხვევებისა და სპეციფიკური ჰიგიენის წესების დანერგვის მიხედვით შედგა,“ – წერს Telegraph „ევროპაში ვირუსის გავრცელებით ყველაზე მეტად დაზარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში Covid-19-ის შემთხვევების 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა.

საქართველომ პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა. ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს აღდგა, საქართველო მზად არის საერთაშორისო მოგზაურებს 1 ივლისიდან უმასპინძლოს.

საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა სახის ზომები მიიღეს. როდესაც ბრიტანელებს მოგზაურობის ნებას დართავენ თბილისი სექტემბერში ან ოქტომბერში იდეალური ადგილია სტუმრობისთვის.

როგორც Telegraph Travel-ის მწერალი ქეი ჰოლანდი აღწერს ძველი თბილისი მიხვეულ-მოხვეული გზებით, ვიწრო შესახვევებით, ლაბირინთული მოედნებით, ხის ლამაზი სახლებით, ბოჰემური ბარებით, კაფეებით და უძველესი ეკლესიებით გამოირჩევა. საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქია ბათუმი, რომელიც პლაჟებით, ცათამბჯენებით, სუბტროპიკული მიკრო კლიმატით გამოირჩევა შავ ზღვაზე,“ – წერს Telegraph-ის ჟურნალისტი ემა ფიზერსტონი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023