ტურიზმი
15/06/2022

თამარ არჩუაძე: Passenger Terminal Expo-ზე ქუთაისის განახლებული აეროპორტი წარვადგინეთ

პარიზში მიმდინარე მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილეს გამოფენასა და კონფერენციაზე საქართველო აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა წარმოადგინა. თამარ არჩუაძე, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, მსოფლიოს უმსხვილესი აეროპორტებისა და საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გააცნო.

"PASSENGER TERMINAL EXPO 2022- ზე წარმოვადგინეთ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელზე. გაფართოების შემდეგ,  ეს არის ჩვენი აეროპორტის  პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ტრიბუნაზე. ვცდილობთ, ყველა საერთაშორისო დონის ღონისძიებებზე მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და აეროპორტების სწორი პოზიციონირება. პრეზენტაციისას ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც ქუთაისის აეროპორტს გაფართოების შემდეგ გაუჩნდა და რასაც ჩვენ მგზავრებსა და ავიაკომპანიებს ვთავაზობთ, მათ შორის რეგიონში კონკურენტული ფასებით," - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ზე კონფერენციაზე ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს დირექტორთან ერთად წარადგინა, რომელსაც აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის. ფრანს ვან ვუურემ აუდიტორიას ტერმინალის დიზაინი გააცნო, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. მისი განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტზეა ორიენტირებული.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაპროექტებისას გაგვიჩნდა იდეა, რომ აეროპორტი არ ყოფილიყო მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის, ან ჩამოფრენისთვის. არამედ ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის ადგილი, მათ თავი ეგრძნოთ კომფორტულად და ეპოვათ ახალი გამოცდილება, მაგალითად იმ უნიკალურ გამწვანებულ ტერასაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განახლებულ ტერმინალს აქვს,“ - განაცხადა ფრანს ვან ვუურემ.

პრეზენტაციის დასრულებისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით აუდიტორიიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.

PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023