ტურიზმი
21/03/2023

სვანეთმა Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის შეჯიბრს უმასპინძლა

16 - 19 მარტს, სვანეთმა, უკვე მეორედ Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლა. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით ასევე სნოუბორდით.

Freeride - ის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც დაახლოებით ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი იღებდა მონაწილეობას. ასევე, შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილი იყო სხავდასხვა კულტურული, გასტორნომიული და გასართობი პროგრამაც.

მეორე შეჯიბრში  პირველი შეჯიბრის მსგავსად ქართველმა ათლეტებმა დაიკავეს მოწინავე ადგილები.  თხილამურის კატეგორიის (ქალები) ოქროს მედალოსანი გახდა ნატა ჯაფარიძე; სნოუბორდის კატეგორიაში (ქალები) კი პირველი ადგილი აიღო უკრაინელმა ათლეტმა პარტოლა ანასტასია. რაც შეეხება თხილამურის კატეგორიას (კაცებში) ოქროს მედალი აიღო საბა ყვავილაშვილმა, ხოლო სნოუბორდის კატეგორიაში გაიმარჯვა გიორგი იოსელიანმა.

"უკვე მეორედ გავიმარჯვე freeride-ის ტურნირში, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. იყო სირთულეები, სხვა რელიეფი, თუმცა დიდი ადრენალინი იყო ჩემთვის. იმედია ეს შეჯიბრი გაგრძელდება და ბევრ კარგ ამბავს მოუტანს სვანეთსა და საქართველოს ტურიზმის მიმართულებით." -ამბობს გიორგი იოსელიანი.

ფრირაიდის მე-2 საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაჯილდოებას ესწრებოდნენ მხარდამჭერი სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მერიისა და სვანეთი DMO - ს წარმომადგენლები.

"შესანიშნავი ამინდი სნოუბორდისთვისა და ექსტრემალური სრიალისთვის, ლურჯი ცა, კარგი თოვლი, თუმცა მხოლოდ ეს არაა მთავარი, მსგავს შეჯიბრებებს შეუძლია ბევრად მეტი მოუტანოს საქართველოს, გავლენა იქონიოს ეკონომიკის ზრდაზე და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ მსგავს ღონიძიებაზე, ამაში იგულისხმება სავსე სასტუმროები და რესტორნები რომლებიც უამრავ ვიზიტორს ემსახურებიან."-აცხადებს მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი

შეგახსენებთ, რომ Freeride - ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

შეჯიბრის  მხარდამჭერები არიან: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. Freeride World Tour-ის ორგანიზატორია ქართული კომპანია white rabbit, რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.

მსგავის ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის ცნობადობას ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას .

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023