ტურიზმი
23/02/2022

შეხვედრები ავიაინდუსტრიის წარმომადგენლებთან - საქართველო Connect2022-ში მონაწილეობს

 

ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი CONNECT2022 იმართება. რიგით მე-18 ფორუმში 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 200-ზე მეტი აეროპორტის 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

საქართველოს ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ, სადაც მათ ერთობლივი სტენდი აქვთ სხვადასხვა საპრომოციო მასალებითა, საქართველოსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ გადაღებული ვიდეო მასალით.

საქართველოს დელეგაციას ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე ხელმძღვანელობს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანებას სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან 30-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ფორუმის პირველ დღეს შეხვედრები გაიმართა Skyscanner-თან, lufthansa Airline-თან, ომანის აეროპორტთან, Easy jet-თან და Eurowings-თან. 

მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ჩვენ ყოველწლიურად უწყვეტად ვმონაწილეობთ მსგავს ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგა - ერთობლივი სტენდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გვაქვს პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

CONNECT 2022 მისასალმებელი სიტყვით აეროპორტების სააგენტოსა და CONNECT-ის დამფუძნებელმა კარენ ბუტომ და ქალაქ ტამპერეს მერმა ანა-კაისა იკონენმა გახსნეს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023