ტურიზმი
26/04/2023

სასტუმრო "ტელეგრაფი" პირველ სტუმარს 2024 წლის ბოლოს მიიღებს

თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ტელეგრაფი" პირველ სტუმარს 2024 წლის ბოლოსთვის მიიღებს. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" „სილქ როუდ რიალ ისთეითის“  აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა შურღაიამ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და პროექტში 60 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს. 

სასტუმრო „ტელეგრაფი“ „სილქ დეველოპმენტის“ პროექტია, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კი   საერთაშორისო სამშენებლო კომპანია DNT Construction-ი ახორციელებს.

სასტუმროში 8  სხვადასხვა კატეგორიის ნომრები მოეწყობა. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი და ჯაზ-კლუბი განთავსდება. ერთ-ერთ შიდა ეზოში პირველ სართულზე მოეწყობა ღია ბარი, ხოლო მეორე შიდა ეზოში მეორე სართულის დონეზე განთავსდება საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი.

პროექტის მთავარ კომპონენტს – სასტუმროს მთავარი შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან ექნება. ლობი რესტორანთან და ბართან, მთავარ სამზარეულოსთან და შეხვედრების/საკონფერენციო/საბანკეტო დარბაზებთან ერთად პირველ სართულზე განთავსდება. მეორე სართული სტანდარტული ტიპის სასტუმრო ოთახებს და სპორტულ დარბაზს დაეთმობა. მესამე და მეოთხე სართულებზე კი სტანდარტული, ბიზნეს და უმაღლესი კლასის, ხოლო მე-5 სართულზე მხოლოდ ბიზნეს და უმაღლესი კლასის სასტუმრო ნომრები განთავსდება. შენობის ბოლო სართული საპრეზიდენტო სიუტს და პენტ ჰაუზს დაეთმობა.

შეგახსენებთ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ფოსტის ყოფილ შემობაში თავდაპირველად Park Inn-ის ბრენდის სასტუმროს გახსნას გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით ბრენდი შეიცვალა და ის Radisson Hotels Group-ის მმართველობაში იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023