ტურიზმი
22/09/2023

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში წამყვანი ტუროპერატორები გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და  ბერლინში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გამართა.  

გერმანიის 5 ქალაქში გამართულ ღონისძიებებს 350-ზე მეტი გერმანელი ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის ისეთი ცნობილი ტურისტული კომპანიებისა და გამოცემებისა წარმომადგენლები, როგორებიც არიან:  TUI, DVR, Berliner Zeitung, Der Tagesspiegel, Frankfurter Allgemeine Zeitung, Falstaff, Globetrotter და სხვ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული და PR სააგენტოსთან KPRN Network GmbH თანამშრომლობით შედგა.

პრეზენტაციის ფარგლებში ტუროპერატორები  გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს,  საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, სათავგადასავლო მიმართულებას,  კულტურას,  ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.  ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების მომზადებით, რომელსაც პოტენციურ მოგზაურებს შესთავაზებენ.

პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩო იყო წარმოდგენილი. ფრანკფურტსა და დიუსელდორფში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო.

გერმანიაში პრეზენტაციების გამართვის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანიიდან საქართველოში, წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, ბლოგერებსა და ტუროპერატორებს მასპინძლობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023