ტურიზმი
09/11/2022

"საქართველოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელება არის ქვეყნის მნიშვნელოვანი აღიარება"

ბრიტანეთის უმსხვილესი სამოგზაურო ჟურნალის, Wanderlust-ის მიერ საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანია როგორც უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად, ასევე ზოგადად, ქვეყნის პოზიციონირებისთვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ პროცესში ბევრი სხვა ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა, ხმათა უმრავლესობით, საქართველომ ღირსეულად დაიკავა გამარჯვებულის ადგილი, როგორც ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულებების ქვეყანამ მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, საქართველო აქტიურად განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისთვის და მოლოდინი გვაქვს, რომ ამის შედეგად ქვეყანა უმასპინძლებს კიდევ უფრო მეტ ტურისტს, მათ შორის ბრიტანეთიდან. ეს არის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციონირებისთვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და გამოკითხვებს ამზადებს და ყოველწლიურად საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. 2022 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულების ქვეყნებს შორის გამარჯვებულად საქართველო დასახელდა. "Most Desirable Emerging Destination" ჯილდო Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა.

Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, საიტის საშუალებით ინფორმაციას უზიარებს მიმართულებების შესახებ. სოციალურ ქსელებში Wanderlust-ს 200 ათასამდე გამომწერი ჰყავს, თითოეულ მასალას კი 100 ათასამდე ადამიანი კითხულობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023