ტურიზმი
28/09/2023

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel კონგრესზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კონგრესზე Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა.

საქმიანი ტურიზმის სფეროში წამყვანი კონგრესი დუბაიში ყოველწელიწადს იმართება. რიგით მე-11 საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.  ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა მოაწყვეს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ კომპანიებთან და პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.

Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე  250-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა  არაბთა გაერთიანებული საამიროდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და ყატარიდან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023