ტურიზმი
06/07/2022

საქართველოს საერთაშორისო ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობენ

8-18 ივლისს, ამერიკულ სოციალურ ქსელთან, Steller-თან თანამშრომლობით მორიგი მასშტაბური პროექტი იგეგმება.

ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებითა და  USAID-ის  ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება, 2 კვირის მანძილზე Facebook-ის,  Instagram-ის TikTok - ის და სხვა სოციალური ქსელების  წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ამერიკიდან, კანადიდან, ევროპის სხავდასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ საქართველოში.

Steller ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშრებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.

ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყებენ საკმაოდ მაშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში  და პოპულარიზაციას გაუწევენ  საქართველოს სხავდახსვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით  ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და   ხალხის შესახებ.  შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID - ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდებზე აიტვირთება.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის პერიოდში აღნიშნულმა კამპანიამ 140 მილიონზე მეტი აუდიტორია მოიცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გააცნო საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023