ტურიზმი
13/05/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც სამშენებლო მასალების შეძენას და მშენებლობის განხორციელებას მოვახმარეთ. სასტუმროში 5 ოთახი განთავსდება, რომელიც 20 ვიზიტორს დაიტევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ  ახალი ნომრების დამატებას. ასევე, გვსურს ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც სტუმრები დროის კომფორტულად გატარებას და ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ“, - აცხადებს საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელი, მაია სიგუა.

„მოხარული ვართ, რომ  გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.  საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023