ტურიზმი
20/06/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა

საქართველოს ბანკი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო King Solomon Batumi 74 ნომრისგან შედგება. ის განთავსებულია 4,940 კვ.მ- ზე და მოიცავს ქაშერ რესტორანს, რომელიც ერთ ერთი უნიკალურია რეგინოში, საერთო ლაუნჯს, ბარს და კერძო პარკინგს.

„მოხარული ვართ რომ ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმროს გახსნაში პარტნიორად ისეთი ფინანსური ინსტიტუტი გვიდგას, როგორიც საქართველოს ბანკია. ტურიზმის განვითარების კუთხით ბანკის მხრიდან ბევრი პროექტი ხორციელდება, რაც გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, განვვითარდეთ და არ გავჩერდეთ. უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც  მოიცავს არსებულ სასტუმროში სპა-აუზის დამატებას და ჩვენი სტუმრებისთვის მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენლმა მალვინა თურაძემ.

„საქართველოს ბანკისთვის ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. პანდემიის შემდეგ ეს სფერო უკვე საკმაოდ გააქტიურებულია, გაზრდილია ტურისტების შემოდინების ნაკადიც და დარწმუნებულები ვართ, რომ King Solomon Hotel Batumi არაერთ სტუმარს უმასპინძლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნით მრავალ ტურისტს მოიზიდავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის გამოცოცხლებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახლადგახსნილ სასტუმროს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023