ტურიზმი
07/06/2022

საქართველოს ავიაბაზრით შესაძლოა მსხვილი აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ

საქართველოს ავიაბაზრით შესაძლოა მსხვილი აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ.

ქართული დელეგაცია აზიური ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მენეჯერებისთვის  ვიეტნამის ქალაქ დანანგში გამართულ საავიაციო ფორუმზე Routes Asia 2022 საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციებს მართავს.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ავიაფორუმი საქართველოს წარმოჩენისა და აზიური ბაზრის ათვისების შესაძლებლობას ქმნის.

,,საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე ჩვენ პირველად ვართ წარმოდგენილები. ეს არის ჩვენი პირველი პირისპირ კონტაქტი აზიის ავიაბაზართან. ვმართავთ პრეზენტაციებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. ახლა შესაძლებლობა გვაქვს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აზიური ბაზრის ათვისებას, როგორც შემომსვლელ ისე გამსვლელ ტურიზმს. ფორუმის ფარგლებში ვხვდებით 10-ამდე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიას და პარტნიორ აეროპორტებს, რომლებიც გვსურს დავაინტერესოთ საქართველოს ავიაბაზრით,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა შეჯერდეს აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023