ტურიზმი
16/02/2022

საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული Condor Airlines-ი შემოდის

1-ლი მაისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, Condor-ის შემოსვლა ავიაბაზარზე განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.

"2022 წელს ჩვენი ავიაბაზრისთვის საკმაოდ პოზიტიურად ვიწყებთ. ბაზარზე სრულიად ახალი ავიაკომპანია გერმანული Condor-ი შემოდის, რომელთანაც თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ. ფრანკფურტი იქნება რიგით მესამე ქალაქი, სადაც ამ ეტაპზე, თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის გერმანია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  მიმართულება. ამიტომაც ყოველთვის პროაქტიულად ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და მეტი მიმართულება დავამატოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მიმართულებების დივერსიფიცირებას ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი ავიაკომპანია EUROWINGS ზაფხულში, თბილისიდან გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ამ ეტაპზე, გერმანიის სამ ქალაქშია მოხვედრა შესაძლებელი: დედაქალაქ ბერლინში, მემინგენსა და დორტმუნდში. ეს ნიშნავს მეტ საერთაშორისო ვიზიტორსა და მეტ მაღალმხარჯველ ტურისტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე, საქართველოს ცნობადობის ზრდას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე," - აცხადებს თამარ არჩუაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023