ტურიზმი
01/07/2022

საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Flyadeal-მა ოპერირება დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე  ოპერირება საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო.

გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქ რიადიდან და ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი რეისები Airbus A320neo ტიპის სრულიად ახალი საჰაერო ხომალდებით შეასრულა.

პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ავიაკომპანია Flyadeal-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების რამდენიმე თვიანი პროცესი აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა.

"გვაქვს საკმაოდ დადებითი ტურისტული მოლოდინები. ჩვენს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ერდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. მოხარულები ვართ, რომ პირველსავე რეისზე ხომალდი სრულად იყო ჩამომფრენი მგზავრებით დატვირთული. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება. იმედი გვაქვს, რომ მალე Flyadeal საქართველოს სხვა აეროპორტებშიც იფრენს",-აცხადებს თამარ არჩუაძე.

ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან ასრულებს, 4 ივლისიდან რიადს და ჯედას ქალაქი დამამიც დაემატება. საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.




Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023