ტურიზმი
17/10/2022

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ROUTES WORLD 2022-ში მონაწილეობს

16-18 ოქტომბერს, ლას ვეგასში საავიაციო ფორუმი ROUTES WORLD 2022 იმართება. ღონისძიებაზე მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიებიდან და აეროპორტებიდან 2000 ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირები იკრიბებიან. საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას აეროპორტების გაერთიანება (UAG) იღებს.

3 დღის მანძილზე იმართება 9000 ზე მეტი პირისპირ შეხვედრა, რათა შეჯერდეს მსოფლიოს მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რიგით 27 -ზე ROUTES WORLD-ზე ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

საავიაციო ფორუმს ესწრებიან ისეთი ავიაგადამზიდავები როგორიცაა: American Airlines, Lufthansa Group, Emirates, Delta Air Lines, Air France, Qatar Airways, Air Canada, International Airlines Group, Qantas, LATAM Airlines Group, Aer Lingus and China Southern Airlines და ა.შ.

ROUTES WORLD 2022-ზე განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელი გამოწვევებს, ასევე საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023