ტურიზმი
22/06/2022

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ACI EUROPE-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

22-24 ივლისს, იტალიის დედაქალაქში ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიური კონგრესი და გენერალური ასამბლეა იმართება. რომში მიმდინარე 32-ე  ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ.  გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.

კონგრესი ლეონარდო და ვინჩის სახელობის რომის ფუმიჩინოს აეროპორტის მეხუთე ტერმინალში იმართება. ძირითადი თემა 2022 წლის ზაფხულისა და ზამთრის სანავიგაციო სეზონების დაგეგმვა, ანალიზი და საინვესტიციო კუთხით ახალი სტრატეგიების შემუშავებაა. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი პანდემიის შემდეგ ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების საკითხებს შეეხება, ასევე როგორ მოახდინონ ადაპტირება აეროპორტებმა არსებულ  გამოწვევებთან.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს.  გვექნება შეხვედრები ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც უკვე კოვიდ პანდემიის შემდეგ დადგა. ავიაციის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესში აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რიგი პრობლემები დაუდგა. ძირითადად ეს ეხება ადამიანურ რესურსს.როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სააეროპორტო ინდუსტრიის საქმიანობის გაუმჯობესებას - 3 დღის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ამ თემის გარშემო ვიმსჯელებთ,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

3 დღიანი ღონისძიების დასასრულს, გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია,რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა (UAG), პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023