ტურიზმი
06/07/2022

საქართველომ გაეროს WTO-ს პირველ გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში საქართველოს სახელით სვანეთის რეგიონში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანმა იყო წარმოდგენილი. 60 ქვეყნის ახალგაზრდა იტალიაში ქალაქ სორენტოში რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდა ტურიზმის განვითარების ხედვას. სამიტზე ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის მასტერკლასები ჩაუტარდათ. ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სპეციალური სტუმრის და საპატიო ელჩის სტატუსით მოწვეულმა ცნობილმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ. შეხვედრები ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან.  

სამიტის ფარგლებში მაღალი რანგის მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო.  სამიტი რომის პაპის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მიმართა სოფი ლორენმა. ღონისძიების ფარგლებში სადისკუსიო პლატფორმებზე ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სფეროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023