ტურიზმი
01/06/2022

საქართველო WEF-ის მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ანგარიში სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“  (Travel & Tourism Development Index 2021 ) გამოაქვეყნა.

რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.

საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა.

ანგარიშში წარმოდგენილია 117 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 44-ე ადგილს იკავებს.  2019 წლის რეიტინგში Travel & Tourism Competitiveness index საქართველოს 68-ე ადგილი ეკავა. 

აღნიშნული შედეგით საქართველო საუკეთესოა თავის სამეზობლოში, უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს.

საქართველო აგრეთვე უსწრებს მთელ რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის ხორვატიას.

საქართველო მოწინავეა ისრაელის, ბრაზილიის, ეგვიპტისა და სხვა გლობალური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრებთან შედარებით.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს 2 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ატარებს.

2019 წელს კვლევაში მონაწილეობდა 140 ქვეყანა 

2021 წელს კვლევაში მონაწილეობდა 117 ქვეყანა

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023