ტურიზმი
16/08/2022

რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში მოგზაურთა მასობრივმა შემოსვლამ სასტუმროები გააძვირა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც PMC კვლევითი ცენტრი ისეთი ფაქტორებით ხსნის როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსი, ბელორუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მიერ საქართველოს ტურისტულ ადგილებზე გაზრდილი მოთხოვნა და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საქონელზე გაზრდილი ფასები.

PMC-ის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (HPI) 2022 წლის ივნისთან შედარებით 13.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ივლისთან შედარებით - 13%-ით.

2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) ყველაზე მაღალი იყო თებერვალში (17.7%), რასაც მოჰყვებოდა მარტი (14.9%) და ივლისი (13%).

3, 4, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან შედარებით, სფი ზოგადად უფრო მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის იყო. პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, სფი უარყოფითი იყო იანვარში, ხოლო ამის შემდეგ, თებერვლიდან ივლისამდე დადებით მაჩვენებელზე ნარჩუნდებოდა.

"ფასების ცვლილების მასშტაბი პანდემიამდელ მნიშვნელობებთან შედარებით ყველაზე მაღალი იყო ივლისში (20.5%), რასაც მოსდევდა ივნისი (10.3%) და მაისი (10.1%).  გასული წლის განმავლობაში სასტუმროების საშუალო ფასები სტაბილურად იზრდებოდა ყველა ტიპის სასტუმროსთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო ფასების ზრდა ყველაზე მაღალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის აღმოჩნდა. საოჯახო სასტუმროებისთვის (25.4%), 4-ვარსკვლავიანი (11.8%) და 3-ვარსკვლავიანი (10.5%) სასტუმროებისთვის საშუალო თვიური ფასების ზრდა ყველაზე მაღალი იყო 2022 წლის ივლისში. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის საშუალო თვიური ფასების ზრდა (11.2%) ყველაზე მაღალი 2022 წლის მაისში აღმოჩნდა", - აღნიშნულია კვლევაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023