ტურიზმი
30/04/2022

"რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში 5 წუთში იქნებით" - რკინიგზის გენერალური დირექტორი

კოპიტნარის რეაბილიტირებულ სადგურში დღეს პირველი მატარებლები გაჩერდნენ.

საქართველოს რკინიგზის ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზე არის გათვლილი. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეიდან განახლებულ სადგურში ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი  მატარებელი გაჩერდება.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს კომფორტულ მომსახურებასა და უსაფრთხო გადაყვანას სთავაზობს. "რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში 5 წუთში იქნებით", - ამბობს ფერაძე.

განახლებულ სადგურს "ქუთაისის აეროპორტი" ეწოდა. ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, პირველი 7 დღის განმავლობაში ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023