ტურიზმი
17/08/2023

რა ღირს სასტუმროების მომსახურება საქართველოში

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივლისში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 10.2%-ით შემცირდა.

ფასები ორივე შემთხვევაში შემცირებულია საოჯახო ტიპის სასტუმროებში, შესაბამისად,  8.7%-ით და 10.4%-ით.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 267 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების 132 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 498 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 894 ლარი შეადგინა, აჭარაში - 550 ლარი, თბილისში - 505 ლარი, ხოლო კახეთში - 466 ლარი.

2023 წლის ივლისში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (16.3%) იყო, ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში (-11.9%), წლიური ინდექსი კი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (19.8%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-16.5%).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023