ტურიზმი
05/10/2022

მთავრობა კურორტების განვითარების მიზნით კერძო სექტორს საპრივატიზაციო პაკეტებს შესთავაზებს

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უწყება დეტალურად მუშაობს კურორტების განვითარების მიმართულებით.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მალე პრეზენტაცია გაკეთდება და უკვე მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზება დაიწყება. ამასთან, მისი თქმით, იქ, სადაც სახელმწიფო მზად არ არის, რომ კერძო სექტორს საპრივატიზაციო პაკეტი შესთავაზოს, რადგან პირობითად, შეიძლება არ არსებობდეს განაშენიანების გეგმა, მუშაობა წარიმართება სივრცით დაგეგმვაზე, რათა ეს კურორტები სწორად განვითარდეს.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე გარკვეული მიმართულებით საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რომელიც კურორტების განვითარების ახალი სააგენტოს მიერ უკვე იგეგმება.

„ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ბევრი საინტერესო, ხშირ შემთხვევაში მიტოვებული, ნაკლებად ცნობილი ადგილებიც კი, რა თქმა უნდა, დამატებით შევისწავლეთ ყველა ის კურორტი და პოტენციური კურორტი, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია - ასეთი სია არსებობს. თუმცა, ძალიან ბევრს ახლებური გააზრება, გადახედვა ჭირდება, რადგან ბევრი შეიძლება არც ისე საინტერესო ან კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს თანამედროვე პირობებში. ახლა ვართ შერჩევის პროცესში, რადგან, ქვეყანას, რა თქმა უნდა, რესურსები შეზღუდული აქვს და ასობით კურორტს ერთიანად ვერ განვავითარებთ, მაგრამ რეგიონის ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ პრიორიტეტული მიმართულებები - ეს იქნება უფრო მსხვილი, საკურორტე ადგილები, სადაც მოხდება სივრცითი დაგეგმვა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეირჩა უფრო მცირე ადგილებიც, სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავება კურორტს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მისი ინფორმაციით, არის კიდევ ისეთი საკურორტე ადგილები, სადაც არსებოს მზა საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონება ანუ ობიექტები, რომლებიც უკვე შეიძლება გამოიყენოს კერძო სექტორმა - მთავრობა მათ პრივატიზებას უკვე მიმდინარე წელს დაიწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023