ტურიზმი
05/12/2022

მთავრობა კურორტების აუქციონზე გამოტანას გეგმავს

მთავრობა კურორტების განვითარებას გეგმავს და მათ აუქციონებზე გამოტანას აპირებს.

ამ მიზნით, ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისიწნებული და ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილია.

"მათი დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100-ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოიყენება სურს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კურორტების განვითარების გეგმაზე პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოწვეული იქნება ბიზნესის წარმომადგენლები.

"დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას- ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო- როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023