ტურიზმი
17/10/2022

მთავრობა ევროპულ ავიაგადამყვანებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ეკონომიკის მინისტრიოს მოადგილის თქმით, საქართველოს ევროპულ ავიაგადამყვანებთან მოლპარაკებებს აწარმოებს.

„მოლდოვის დედაქალაქი კიშინეუ კიდევ ერთი ევროპული საჰაერო მიმართულებაა, რომლითაც საქართველო ევროპას დაუკავშირდა. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ ევროპის ავიაგადამყვანებთან. იმედი გვაქვს, რომ ევროპიდან და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიდან რეისების ზრდის პარალელურად, ტურისტების რაოდენობა მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ორივე დარგის - ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენა - განვითარების პროცესს,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია Air Moldova-მ კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. პირველი რეისი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის დღეს განხორციელდა. კიშინეუსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება, ხოლო 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით - კვირაში 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 3,299,808 მგზავრს მოემსახურა, რაც 92%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023