ტურიზმი
05/09/2022

"მყიდველთა 99% ქართველია" - იახტებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოში იახტების გაყიდვების მაჩვენებელი რეკორდულია. ძირითადი მოთხოვნა საშუალო ზომის იახტებზეა, რომელთა ზომაც 10-დან 15-16 მეტრამდე მერყეობს. რაც შეეხება ფასს, ის 150 ათასი ევროდან იწყება და მას იახტის მოდელი და სპეციფიკაცია განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან წელს იახტების პირველი რეექსპორტიც დაფიქსირდა და ის მეზობელ ქვეყანაში გაიყიდა.

იახტების იმპორტიორი კომპანია „Azimut Yachts საქართველოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძეს „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, იახტებს საქართველოში, ძირითადად, ადგილობრივები ყიდულობენ.

„მყიდველების დიდი ნაწილი, 99% ქართველები არიან, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ამ ინდუსტრიის განვითარება იქნება დიდი წარმატების მომტანი. რაც შეეხება კონკურენციას, არ ვიცი ეს ცუდია, თუ კარგი, მაგრამ ჯერჯერობით, პირველი კომპანია ვართ, ვინც დაიწყო ამ დარგის განვითარება და საიახტო ინდუსტრიის საქართველოში შემოყვანა. დღესდღეობით, საქართველო არის განვითარების იმ ეტაპზე, რომ რაც მეტი კომპანია გამოჩნდება, უკეთესი იქნება პირველ რიგში ჩვენთვის, რომ შესადარებლად არსებობდეს კონკურენტი კომპანიებიც“, - განუმარტა „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი ჩიკვაიძემ.

ცნობისთვის, Azimut Yachts იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023