ტურიზმი
01/08/2023

"მათეს მარნის" ღვინო 2024 წლიდან შესაძლოა ღვინის ბარებშიც გაიყიდოს

წყალტუბოში წარმოებული "მათეს მარნის" ღვინო შესაძლოა, 2024 წლიდან ღვინის ბარებშიც გაიყიდოს. 

მარნის დამფუძნებელი ხატია ხარძეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ  საწყის ეტაპზე  განიხილება ადგილობრივ ღვინის ბარებთან თანამშრომლობა და ღვინოების მათი მეშვეობით რეალიზაცია. 

ხარძეიშვილის ინფორმაციით, "მათეს მარანი“ იმერეთში, წყალტუბოს რაიონ, სოფელ ბანოჯაში მდებარე ტურისტული ობიექტია, რომელიც მომხმარებელს ადგილობრივ ღვინოებს, კულინარიულ მასტერკლასებსა თუ სადეგუსტაციო სერვისს სთავაზობს.

"ღვინის წარმოების ნაწილში წარმადობა ძალიან მცირე გვაქვს, წელიწადში დაახლოებით 4 000 ბოთლი. 

ჩვენ არ გვაქვს საკუთარი ვენახები, ამიტომ ყურძენს ადგილობრივებისგან ვყიდულობთ. ამ ეტაპზე მარანში 4 სახის ღვინო იწარმოება. მათ შორისაა:  "ციცქა ცოლიკაური", "ცოლიკაური", "ალადასტური" და "ოცხანური საფერე."-აცხადებს ხარძეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, წარმადობის სიმცირის გამო, საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის გატანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ღვინის შეძენა კი  მსურველს ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილზე, მარანში შეუძლია.

„მათეს მარანში“ აღნიშნავენ, რომ სერვისზე, რომელიც ღვინის დეგუსტაციას, სხვადასხვა კულინარიულ მასტერკლასსა და ლანჩს მოიცავს, წინა წლებთან შედარებით ფასების დაახლოებით 5%-ით მომატება მოუწიათ. კომპანიის დამფუძნებლები სერვისის გაძვირებას მომავალ წელსაც  ვარაუდობენ. 

რაც შეეხება სტუმრებს, „მათეს მარნის“ თანადამფუძნებლის, მათე დოლიძის ცნობით, მარანს მეტწილად ევროპელი ტურისტები სტუმრობენ.

ცნობისთვის, „მათეს მარანი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. იმერეთში, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში მდებარეობს და იმერული კულტურის პოპულარიზაციას ხელს უწყობს. 

აღსანიშნავია, რომ მარანმა არსებობის დღიდან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორი გრანტი მოიპოვა. პირველად, 5 ათას ლარიანი, ხოლო მეორედ 10 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადად ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

მარნის დამფუძნებლები ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ტრენინგებსა თუ პროგრამებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ, როგორიცაა მაგალითად USAID YES-georgia-ს პროგრამა, „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება. ხატია ხარძეიშვილი, სწორედ ქალი მეწარმეების პროგრამის ქსელის წევრია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023