ტურიზმი
16/09/2022

მარიამ ქვრივიშვილი: საქმიანი ტურიზმი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი კომპონენტია

"საქმიანი ტურიზმი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ მხარჯვეულნარიანი ტურისტების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში"-ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ფორუმების გაერთიანების  m&i Forum - ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მოწვევით იმყოფებიან. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსი ლევან ჯაფარიძე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მთავრობა, ტურისტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს როგორც ახალ პოტენციურ ბაზრებზე გასასვლელად, ასევე ახალი ტურისტული პროდუქტების შესათავაზებლად. ამ მხრივ, საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა m&i Forum - ის 2023 წელს ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე.

„საქმიანი ტურიზმი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მაღალ მხარჯვეულნარიანი ტურისტების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან საქმიანი ტურიზმის ფორუმების m&i Forum - ის ორგანიზატორებთან, რათა მათი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს იყოს საქართველო. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს ესტუმრება 100 - მდე გავლენიანი ღონისძიების ორგანიზატორი, რომლებიც შეხვდებიან ადგილობრივ კერძო სექტორს, მოინახულებენ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას. შედეგად, მოველით, რომ ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს პოპულარიზაციასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

m&i Forum - ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. მათი შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, წარმატებით უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებს.   

ვიზიტის ფარგლებში m&i Forum წარმომადგენლებმა თბილისში  საგამოფენო სივრცეები და  სასტუმროები დაათვალიერეს. ამის შემდეგ, m&i Forum - ი შეაფასებს, რამდენადაა მზად საქართველო, უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023