ტურიზმი
16/09/2022

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ტურიზმიდან $2.1 მლრდ შემოსავალი მიიღო

საქართველომ ტურიზმის ინდუსტრიიდან $2,1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო.

“ტურიზმის ინდუსტრია განაგრძობს დადებითი დინამიკით განვითარებას. ჩვენ არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, არამედ ის დაახლოებით 30%-მდე გავაუმჯობესეთ. იანვარი-აგვისტოს მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან მიიღო 2,1 მლრდ დოლარი,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 522 945 221 დოლარი შეადგინა, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) დოლარით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკაში ქვეყნების წილი უფრო მეტად დივერსიფიცირებულია. „ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების წილი, როგორიცაა ევროკავშირის და ყურის სახელმწიფოები და ისრაელი. ჩვენ განვაგრძობთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023